საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25028

ფაქტი 25028

1911 წლის 3 ივლისს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე თელავში, შემდეგ კი ყვარელში სასწავლებლების გახსნის საკითხი განიხილეს. გამგეობას სურდა, პირველი სკოლა სექტემბრისთვის გახსნილიყო. კრებამ ეს საქმე გამგეობის წევრებს მიანდო. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25028; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .