1911 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას აცნობა, რომ თელავის ქართულ სკოლას უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოების სანიმუშო პროგრამით, რომელიც მათ უკვე მიღებული ჰქონდათ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გ. ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი