საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25054

ფაქტი 25054

1911 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორს სთხოვა, უმოკლეს დროში გაეცა პასუხი თელავის განყოფილების 17 მაისის შუამდგომლობაზე, რომელიც ეხებოდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის მდივანი ზ. მარკოზაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25054; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .