საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25084

ფაქტი 25084

1910 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ მოახსენა, რომ 1910 წლის პირველი ივლისის სხდომაზე საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა თელაველი ვაჭრის სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილის თხოვნა მისთვის 40 თუმნის კრედიტის გახსნის შესახებ. კახიძის თქმით, მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას ეკითხებოდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო არჩუაშვილის თხოვნის დაკმაყოფილება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25084; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .