1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებამ მოიწონა ამავე განყოფილების გამგეობის განზრახვა, შეეძინა ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლები, ეზო და წისქვილი. კრებამ გამგეობას დაავალა შუამდგომლობის გაგრძელება, მამულის შეძენის პირობების გარკვევა და ამის შესახებ საგანგებოდ მოწვეული საზოგადო კრებისთვის მოხსენება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი