საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25113

ფაქტი 25113

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობაში შევიდოდნენ თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხლავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25113; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .