1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ელისაბედ ქართველიშვილი, კიკო აბელაშვილი, ილია აფხაიძე, კოტე ტარტარიშვილი, ნიკოლოზ ღუდუშაური და დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი