საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25126

ფაქტი 25126

1908 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ვასილ კახიძეს აცნობა, რომ 31 აგვისტოს დადგენილება საზოგადოების თელავის განყოფილების დაარსების შესახებ წესისამებრ არ იყო შედგენილი. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის თანახმად, განყოფილების დასაარსებლად საზოგადოების არანაკლებ 30 ადგილობრივი წევრის თანხმობა იყო საჭირო, ამიტომ საზოგადოებაში 30 პირი უნდა ჩაწერილიყო, გადაეხადათ საწევრო, შემდეგ კი საზოგადო კრების მიერ დამტკიცებული პირები შეიკრიბებოდნენ და ინსტრუქციის დამატებაში ნაჩვენები ფორმის მიხედვით შეადგენდნენ დადგენილებას განყოფილების დაარსების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25126; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .