1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მთავარ გამგეობაში გაიგზავნა განყოფილების 1910 წლის შემოსავლის 20% – 100 მანეთი და ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის – 15 მან. თბილისის ბიუროში, გორდელაძეს ჟურნალ-გაზეთებისთვის წინდაწინ 20 მან. გადაუხადეს, კანცელარიის ბინის ქირაობა 20 მან. 50 კაპ. დაჯდა, წვრილმან ხარჯებზე (დეპეშები, წერილები, მარკები და სხვა) 20 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ 1911 წლის გასავალი შეადგენდა 175 მანეთსა და 82 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი