1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალ.ზ. ბარნოვი, ზ. ი. მარკოზაშვილი, ნ. პ. ღუდუშაური და მ. დ. ცისკარაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი