1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი და ვასილ ანტონის ძე ხიდაშელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი