1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ საზოგადო კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი