საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25173

ფაქტი 25173

1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ შეატყობინა, რომ, მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, საზოგადო კრების მოწვევა ცხინვალში მან მხოლოდ მესამე მცდელობაზე, 27 დეკემბერს შეძლო. კრებებზე 60-მა პირმა 100-100 მანეთი საწევრო გადაიხადა, რომელიც საკრედიტო ამხანაგობაში შეინახეს. იქ ინახებოდა წინა წლებიდან დარჩენილი 1335. 22 მანეთიც.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .