საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25177

ფაქტი 25177

1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ ამცნო, რომ დროებით მას ჩაუბარებია განყოფილების საქმეები და ფული. თანხა 990 მანეთს შეადგენდა, აქედან 600 მანეთი ცხინვალის ფოსტის სალაროში ინახებოდა, 383 მანეთი და 50 კაპიკი – ცხინვალის საამხანაგო საკრედიტო ბანკში, ხოლო დანარჩენი – პირადად ოქროპირიძესთან. ოქროპირიძის თქმით, ეს თანახა არ იყო საკმარისი განყოფილებისთვის შენობის შესაძენად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25177; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .