საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25181

ფაქტი 25181

1914 წლის 22 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა გაუგზავნა 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 1915 წელს შემოტანილი საწევრო თანხა 90 მანეთს შეადგენდა, საღამოს სპექტაკლებიდან და საღამოებიდან შემოსული თანხა – 300 მანეთს, სხვადასხვა შემოწირულობა – 20 მანეთს, ყულაბებიდან შემოსული თანხა – 10 მანეთს, სულ – 320 მანეთს. 1915 წლის გასავლის ნუსხა: სახლის ქირა – 80 მანეთი, ინვენტარის შესაძენად დახარჯული თანხა – 80 მანეთი, სტიპენდია ან ერთდროული დახმარება – 60 მანეთი, გაუთვალისწინებელი ხარჯები – 40 მანეთი, წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების სამკითხველოსთვის დახარჯული თანხა – 40 მანეთი, სულ – 300 მანეთი. რაც შეეხება 1914 წლის შემოსავალ-გასავალს, ამ წელს არ ყოფილა, რადგან ცხინვალის განყოფილება მხოლოდ 1914 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .