საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25200

ფაქტი 25200

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, რა ზომები მიიღო მთავარმა გამგეობამ ორჯონიკიძის ანდერძის საქმესთან დაკავშირებით. დედანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საჩქარო იყო, რადგან სასამართლოში ანდერძის წარსადგენად დადგენილი ორი თვის ვადა იწურებოდა და წლიური ვადის დაკარგვის საფრთხე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25200; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .