საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25201

ფაქტი 25201

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მუშაობა დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1915 წელს 14 სხდომა ჩაატარა და 8 საქმე განიხილა, სხდომებზე ყოველთვის სრული დასწრება იყო. ამ წელს არ ჩატარებულა არც ერთი საზოგადო კრება. 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25201; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .