1918 წლის 24 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა, მაიორმა ყარალაშვილმა (ხელს აწერს კანცელარიის მმართველი ბ. ჩუბინიძე) გამოსცა სავალდებულო დადგენილება საქართველოს ყველა რკინიგზის, ქ. ფოთისა და ფოთის ნავსადგურებისთვის მათი მიდამოებით, გუბერნიათა საერთო დაწესებულებების 23-ე მუხლის მე-19 დამატების თანახმად აიკრძალა: 1. მოძრაობა ქუჩაში ქ. ფოთში 11 საათის შემდეგ, დილის 5 საათამდე, და ნავსადგურში – საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე; 2.ღვინით და ყველანაირი მაგარი სასმელით ვაჭრობა და მათი სმა; 3. ღვინის სავაჭრო სარდაფებში, რესტორნებსა და საზოგადო საკრებულოში ღვინით ვაჭრობა, როგორც ღვინო, ისე ყოველგვარი მაგარი სასმელი, დაბეჭდილი უნდა იყოს; 4. ყველა გასართობი და სამხიარულო დაწესებულება, ასევე დუქნები უნდა დაიკეტათ არა უგვიანეს 10 საათისა; სავაჭრო დუქნები და სხვა დაწესებულებები კი არაუგვიანეს 7 სთ-ისა; 5. სასტიკად იყო აკრძალული თოფ-იარაღიდან სროლა. 6. გენერალ-გუბერნატორის მიდამოებსა და ქუჩებში მთვრალის გამოსვლა; 7. დადგენილების დამრღვევნი დაისჯებოდნენ სამი თვე ციხით და სამი ათასამდე მანეთის ჯარიმით.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტრო. ბათუმ-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საველე სამმართველო | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 9
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი