საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2527

ფაქტი 2527

1918 წლის 27 ნოემბერს გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისის გუბერნატორს სთხოვა, ფხოველის ნავთის წარმოების მილიციის უფროსის, ლევან დავითის ძე ანდრონიკაშვილისა და ორი მილიციელისთვის, რომლებიც თბილისში საქმეზე ჩამოვიდნენ, იარაღის ტარების უფლება მიეცა. ანდრონიკაშვილს – ნაგანის რევოლვერის N27209, ოსმალური კარაბინისა (უნომროდ) და ორი რუსული ვინტოვკის – N160775 და 103683 ტარების ნებართვა სჭირდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .