საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2530

ფაქტი 2530

1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გელაზარიშვილის შესახებ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისულებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ვინაიდან მან იცის ოთხი ენა, არის ძალიან განათლებული ახალგაზრდა, გამონახონ სახსრები მისი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2530; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .