საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2531

ფაქტი 2531

1918 წლის 29 ნოემბერს კანცელარიის ვიცე-დირექტორმა ზურაბ მაჩაბელმა გზათა სამინისტროს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის 19 ნოემბრის N359 მიმართვის თარგმანი გაუგზავნა. დოკუმენტი, რომელიც თბილისში შეჩერებულ 5500 მეჯიდიეს ეხებოდა, აზერბაიჯანში მყოფი ოსმალეთის ჯარისთვის იყო განკუთვნილი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანხის ოსმალეთში დასაბრუნებლად საჭირო განკარგულების გაცემა ითხოვეს. კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო პ. ანთელავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2531; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .