საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25432

ფაქტი 25432

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ჯუმათის სკოლას ესაჭიროებოდა: „ბუნების კარი“ – 9 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 7, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 2, გ. დიდებულიძის ქართულად თარგმნილი „საღმრთო ისტორია“ – 10, ქართული „ლოცვანი“ – 1, „ლოცვების განმარტება“ – 4, არითმეტიკის კრებული, I ნაწილი – 10, „დედა ენა“ – 10, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 10 და რუსულ-ქართული ლექსიკონი – 10.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25432; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .