საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25447

ფაქტი 25447

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ გომის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა მიღებული წიგნების სია: „დედა ენა“ – 6 ეგზემპლარი, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ − 2, „იგავ-არაკნი“ – 3, „თვალსაჩინო სწავლა ახლადშესული ყმაწვილებისთვის“ – 2, სულ 10 მანეთის ღირებულების წიგნები და სახელმძღვანელოები. მისი ცნობით, საზოგადოებისგან შემოწირულ წიგნებს მოსწავლეები ხან კლასში იყენებდნენ, ხან შინ მიჰქონდათ საკითხავად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25447; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .