საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25454

ფაქტი 25454

1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელმა, სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად მიიღო: 12 „დედა ენა“, 8 „ბუნების კარი“, 8 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 8 „იგავ-არაკნი“, 10 ქართული წერის დედანი, 8 ასპიდის დაფა, 18 კალმისტარი, 36 ფანქარი, 1 ყუთი კალმები, 4 ½ ოზმა საწერი ქაღალდი და 20 გრიფილი. მან გამოგზავნილი წიგნები და სასწავლო ნივთები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომლებმაც ნივთების მიღების დასტურად ხელი მოაწერეს სპეციალურ ჟურნალში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25454; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .