საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25462

ფაქტი 25462

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების საქმეების ახალი მდივნის, ალექსანდრე მიქაბერიძისთვის გადაბარების შესახებ. მოხსენება მხედველობაში მიიღეს, დადგენილება ჩაიწერა ჟურნალში. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: დავით კარიჭაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25462; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .