საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2552

ფაქტი 2552

რკინიგზის მილიციის სამმართველომ საქართველოს რკინიგზათა გენერალ-გუბერნატორს წარუდგინა 1918 წლის 14 ნოემბერს თურქულ-მუსულმანური კორპუსის ხაზინადრის, შევკეტ ნორმანისთვის 5 500 ვერცხლის მეჯიდიეს დაკავების ოქმის ასლები და მოახსენა, რომ გადათვლილ-დალუქული ფული საგანგებო განკარგულების გაცემამდე თურქი ასკერებისა და დაკავებულების თანდასწრებით შესანახად სალაროში ჩააბარეს. ხელს აწერენ მილიციის უფროსი და საქმეთა მმართველი ა. ამბარცუმიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2552; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .