საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25530

ფაქტი 25530

1919 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტი ვ. ლავროვიჩი წერდა, რომ კაზაკებისა და „დობროარმიის“ სიძულვილით სავსე მთიელი ჩეჩნები მამა-პაპათა საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი და არ აპირებდნენ, დანებებოდნენ ერისხან ალიევის „სახალხო მმართველობას“. გამოცდილმა გენერალმაც იცოდა, რომ იარაღის ძალით მთიელებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა ძვირად დაუჯდებოდა და ფრთხილობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25530; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .