საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25539

ფაქტი 25539

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილის წერილი. რუსიშვილი უარს აცხადებდა გამგეობის წევრობაზე, რადგან უმეტესად თბილისში უხდებოდა ცხოვრება. მიუხედავად ამისა, კრებამ იგი ერთხმად აირჩია გამგეობის წევრად როგორც ფრიად სასარგებლო პირი და დაადგინა, მისთვის გამგეობაში დარჩენა ეთხოვათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .