1912 წლის 7 ივლისს ჩატარდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელზეც განიხილეს სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოპოვებასთან დაკავშირებით. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი