1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილსის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 14 ოქტომბერს სათავდაზნაურო ბანკის გამგეობამ გაუგზავნა თავადაზნაურობის წინამძღოლს მინდობილობა, რომლის თანახმად ის დროებით განკარგავდა სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის კარ-მიდამოს. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი