1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ შესთავაზა სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის თავის მფლობელობაში გადმობარება და შემდგომში საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის საექსპლოატაციოდ გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი