1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მოხსენებაში ვართაგავამ აღწერა თელავის სკოლის ქონება, რომელშიც შედიოდა: ქალთა სასწავლებლისგან დროებით ნათხოვარი საბავშვო მაგიდა, მასწავლებლებისთვის შეძენილი მეორე მაგიდა, დაფა და სურათების მისაყუდებელი (ორივე შემოწირული), სამრეკლოსგან დროებით ნათხოვარი საანგარიშო, მკავი, გრძელი სკამი, ნაგვის ყუთი, ბავშვების ტანსაცმლის საკიდი (ყველაფერი შემოწირული), შეძენილი წყლის კასრი, ცული და სათლი, სასწავლო ნივთები, წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის მიერ შემოწირული სურათები (ფრინველთა, ცხოველთა და საღვთო სჯულიდან), შემოწირული წიგნები: გოგებაშვილის „ასპინძის ომი“, გრიმების ზღაპრები, ეკ. გაბაშვილის მოთხრობები, ელიაშვილის „სამშობლო“, „ბუნების სარკე“, ჯეჯილში დაბეჭდილი ზღაპრები, „მშიერი მგელი“ (ხალხური), ანბანი (ორი ქართული ანბანი და ერთი რუსული, მოძრავი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი