საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25579

ფაქტი 25579

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ბავშვების მშობლები მათსავით უსწავლელნი იყვნენ და ამიტომ საჭირო იყო სკოლაში სახალხო კითხვების მოწყობა. ამ მიზნით შეიძლებოდა „волшебный фонарь“-ის შეძენა და რამდენიმე სკოლისთვის რიგრიგობით თხოვება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25579; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .