საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25580

ფაქტი 25580

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, აუცილებლად უნდა მიექციათ მეტი ყურადღება სიმღერის გაკვეთილებისთვის. ამისათვის სჭირო იყო ფისგარმონიის შეძენა. ბავშვები უნდა მიჩვეოდნენ შრომას, სკოლის ტერიტორიაზე უნდა ჰქონოდათ საკუთარი ბოსტანი, რომელზეც იზრუნებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25580; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .