საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25582

ფაქტი 25582

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მიექციათ ყურადღება კლასში შეგირდების რაოდენობისთვის. ვართაგავას აზრით, 30-ზე მეტი შეგირდი არასგზით არ უნდა ყოფილიყო კლასში. ეს ოცდაათიც ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ წესით თითოეულ მათგანთან ცალკე მეცადინეობა იყო საჭირო. თუმცა მწირი შესაძლებლობების მქონე სკოლისთვის ეს დიდი ფუფუნება იქნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25582; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .