საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25583

ფაქტი 25583

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ანგარიშში მოსწავლეებს უსწავლიათ მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა ოცის ფარგლებში, ათეულის თვლა, ზომები: ლიტრი, კილო, გირვანქა, ფუტი, საჟენი, არშინი (ახსნა-განმარტების პროცესში მასწავლებელი თვით საგნის ან მისი გამოსახულების დემონსტრირებას ახდენდა). ბავშვებს ასევე უსწავლიათ მანეთის დახურდავება აბაზიანებად, შაურიანებად, უზალთუნებად და კაპეიკიანებად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25583; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .