საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25593

ფაქტი 25593

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი წარმოადგენდა ქვით ნაშენ უზარმაზარ შენობას, რომელსაც გადახურვა არ ჰქონდა. შიგნით ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე იყო ორგანყოფილებიანი საწნახელი, დაახლოებით ასი საჟენის სიგრძეზე – ქვევრები. მარნის ჭიშკარი ჩამონგრეული და შესაკეთებელი, სახურავი დასადგმელი, აღმოსავლეთის მხრიდან, წისქვილის არხიდან ნაგებობაში წყალი შემოდიოდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25593; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .