1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების თავმჯდომარის სახელით სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოხსენება (N6) გაუგზავნა.

წყარო: მიწერ-მოწერა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებელთან სკოლის მდგომარეობის შესახებ და ამავე სკოლის სამეურნეო კომიტეტისა და ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი სახელმძღვანელო ინსტრუქციები | 1897-1897
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი