1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელი სტეფანე დავითის ძე გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ მარტვილის სკოლისთვის უფრო საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“ − 48, „ბუნების კარი“ − 18, „საყმაწვილო კონა“ − 9, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“ (ნათარგმნი რუსულიდან ქართულად) − 22, წერის დედანი − 50, საყმაწვილო ლექსები − 20, დაფა − 30, გრიფელი − 50, კალმისტარი − 23, სახაზავი − 5, რვეულები − 70, ცხოველების ნახატი სახატავად − 12, „როდნოე სლოვო“ – 15 II ნაწილი, რუსული ენის ახალგამოცემული სახელმძღვანელო, შედგენილი კალანდარიშვილის მიერ − 50. ცარცი, ევტუშევსკის „არითმეტიკის ამოცანები“ ქართულად ნათარგმნი, ორივე ნაწილი − 22, გეოგრაფია (ქართული) – 10, ფანქრები − 45.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი