საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25727

ფაქტი 25727

1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი კალისტრატე გაბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ორბელის სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“ – 6 ეგზემპლარი, დ. სოკოლოვის თხზულება „რუსული ისტორია“ (შემოკლებული ვერსია, რუსულად) − 6, „სიბრძნე-სიცრუისა“, ევტუშევსკის „სავარჯიშოები“ (I ნაწილი, მთელ რიცხვებზე) − 4, „როდნოე სლოვო“ – 3 ც. I ნაწილი, 3 ც. II ნაწილი და სხვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25727; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .