საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25750

ფაქტი 25750

1881 წლის დეკემბერში სოფელ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, „დედაენა“, დაფები, გრიფელები, კალმები, მელანი და რუსული პროპისი. ღარიბ მოსწავლეთათვის გამგეობას უნდა გამოეგზავნა ყველაფერი 10-10 ეგზემპლარი, მხოლოდ რუსული წერის დედანი (შემდგენელი გლავინსკი) – 2 ეგზემპლარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25750; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .