1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1920 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაში წიგნის გამომცემელი ხელმძღვანელისთვის 70500 მანეთი შეიტანეს, ხაზინადრისთვის – 43680, სტილისტ-ხელმძღვანელისთვის – 134900, კორექტორისთვის – 74800, მდივნისთვის – 102200, ბუღალტრისთვის – 97500, გადამწერისთვის – 57960, კანცელარიის მსახურისთვის – 40950.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი