საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25947

ფაქტი 25947

კავკავის ქართველ ქალთა წრე (თავმჯდომარე – სოფიო კალანდარაშვილისა) მადლობას უხდის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლისთვის თბილისიდან მოწვეულ პედაგოგს – სოფიო გიორგის ასულ ჩიტაძეს, რომლის ჯამაგირი თავიდან თვეში 40 მანეთი იყო, მაგრამ სკოლის ნივთიერი გაჭირვება რომ ნახა, მასწავლებელი მეორე წლიდან 30 მანეთს დათანხმდა (მაშინ როცა, პირიქით – ანაზღაურების მომატებას იმსახურებდა). შესაბამისად, ს. ჩიტაძის ხელფასი 1911 წელს 480 მანეთი იყო, ხოლო 1912 წელს – 360 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25947; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .