საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26025

ფაქტი 26025

1910 წლის 30 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (გამგეობის თავმჯდომარე – ტ. კახიძე) თბილისიდან აცნობებენ, რომ ყალამშიისა და გიორგიწმინდის სკოლების მასწავლებლები – დავით ძეძამიძე და არისტოკლე რამინიშვილი, – ორივე კარგი სპეციალისტია: ორივემ კარგი საფუძველი შეუქმნა მათდამი რწმუნებულ სკოლებს. სწორედ ამიტომ მიაჩნია მთავარ გამგეობას, რომ სასურველია, კავკავის სკოლაში გადასვლის ნაცვლად, ისინი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26025; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .