1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობის კანცელარიამ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას ამცნო, რომ მთავრმა გამგეობამ მიიღო იმ წლის 18 ივლისით დათარიღებული მოწმობა №1818, რომელიც ეხებოდა თბილისში ნორიოს აღმართზე საბაშვილის სახლში უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნის ნებართვას. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი