საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26091

ფაქტი 26091

1888 წლის 12 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გაგმეობას სოფელ რეხაში, ბორჩალოს მაზრაში, სკოლის გახსნა შესთავაზა. იქ მცხოვრები ქართველები მთლიანად თათრების გარემოცვაში იყვნენ, მათ არამცთუ ენა, თითქმის სარწმუნოებაც დაკარგული ჰქონდათ. კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება უფრო მივარდნილ ადგილებში გახსნიდა სკოლებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26091; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .