საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26095

ფაქტი 26095

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოსალოდნელი გასავალი 1888-1889 წლისთვის იყო: ბათუმის სკოლისთვის 2000 მანეთი, ხელთუბნის სკოლისთვის 400 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, თონეთის სკოლისთვის 350, საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 600 მანეთი, საქმისმწარმოებლის თანაშემწის ხელფასისთვის 180 მანეთი, კანცელარიის თანამშრომლისთვის 72 მანეთი, კანცელარიის სადგურის ქირისა და გათბობისთვის 270 მენთი, კანცელარიის წვრილმანი ხარჯისთვის 100 მანეთი, მუზეუმისა და წიგნთსაცავის შესავსებად 200 მანეთი. სულ 4522 მანეთი. შემოსავალ-გასავლის აღრიცხვას ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26095; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .