1916 წლის 5 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მოხსენება გაუგზავნა მთავარ გამგეობას, რომ არჩევნების შედეგად სენაკის გამგეობის წევრები გახდნენ: ოლღა ხოფერია, პოლიკარპე ლორთქიფანიძე, მიხეილ თათარიშვილი, გიორგი გამზარდია, გიორგი მაღნარაძე, მოსე ბახტაძე და ვასილ კანდელაკი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი