საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26254

ფაქტი 26254

1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26254; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .