1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, ლონგინოზ ნიკოლოზის ძე ზაუტაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი და ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი